"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ხორვატიელ ბლოგერს, მარკო რაკარს უმასპინძლებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ხორვატიელ ბლოგერს, მარკო რაკარს უმასპინძლებს

16 მარტი, 2011
ოთხშაბათს, 2011 წლის 23 მარტს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უმასპინძლებს ხორვატიელ ბლოგერს მარკო რაკარს, რომელიც გამართავს პრეზენტაციას თემაზე "ბლოგები და პოლიტიკა", სადაც ის განიხილავს კონკრეტულ გზებს, თუ როგორ შეიძლება ბლოგებმა და ბლოგერებმა ზემოქმედება მოახდინონ პოლიტიკაზე. მარკო რაკარი ხორვატიის ერთ–ერთი მოწინავე პოლიტიკური ბლოგერი და ქვეყნის ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. ის ასევე გ ვებგერდის Pollitika.com დამფუძნებელია, რომელიც წარმოადგენს ხორვატიის პოლიტიკური დებატების ონლაინ ფორუმს. ვებგვერდს ყოველთვიურად ასი ათასობით ვიზიტორი ჰყავს. რაკარი აღწერს მისი, როგორც ბლოგერის გამოცდილებას და გზებს, რომლითაც ბლოგებმა ხორვატიაში პოლიტიკური ცვლილებებზე იმოქმედეს. პრეზენტაცია წარიმართება ინგლისურ ენაზე. პრეზენტაცია გაიმართება „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ ფინანსური მხარდაჭერით. პრეზენტაცია საჯაროა. მარკო რაკარი "ბლოგები და პოლიტიკა" 2011 წლის 23 მარტი, 18:00 თბილისი, მარი ბროსეს 6, Frontline კლუბი
print