"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მეორე განცხადება პრესისთვის არჩევნების დღეს, 30 მაისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მეორე განცხადება პრესისთვის არჩევნების დღეს, 30 მაისი

31 მაისი, 2010

თბილისი, საქართველო - 2010 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ახორციელებს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცედურების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთ დაწესებულებაში: გლდანის მერვე საპყრობილეში (სადაც ორი _ #113 და #114 უბანია განთავსებული), ისნის #5 საპყრობილეში, ქუთაისის მეორე საპყრობილეში, ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში და ხელვაჩაურის მესამე საპყრობილეში. ოთხ მათგანში უბანია გახსნილი, ზუგდიდის საპყრობილეში კი გადასატანი ყუთით ხდება ხმის მიცემა. ცესკოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სულ ამ დაწესებულებებში 2659 ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მათ შორის წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა საერთო რაოდენობა ხუთივე დაწესებულებაში 1500-ზე მეტია. საქართველოს კანონმდებლობით წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისეპროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამოყოფელს იცვლიან ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (თბილისში მერის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო კოდექსში არაფერი წერია. შესაბამისად, ზოგადი წესიდან გამომდინარე, თბილისის მცხოვრებლები დედაქალაქში მერის და პროპორცული წესით არჩევნებში შეუზღუდავად მიიღებენ მონაწილეობას). ისევე როგორც ყველა სხვა ამომრჩეველმა, ბიულეტენ(ებ)ის მისაღებად მათ საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრებს უნდა წარუდგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი). წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის მონიტორინგთან ერთად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლები ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების მიერ ხმის მიცემის პროცესსაც აკვირდებიან. როგორც მონიტორინგმა ცხადყო, ისე როგორც 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, კენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ხმას აძლევენ ამ დაწესებულებებში და არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფთაგან განსხვავებით,აღნიშნული დაწესებულებების თანამშრომლებს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად,შეზღუდვა არა აქვთ და ხმას აძლევენ როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპრციულ არჩევნებში. 15:00 საათისათვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ერთმა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პირმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რადგან არჩევნების დღეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი მხოლოდ მას ჰქონდა. საპყრობილეებში დამკვირვებლებს ეზღუდებათ მობილური ტელეფონების გამოყენება, შესაბამისად უბნებიდან ინფორმაციის მიღება გართულებულია. წინასწარ პატიმართა მიერ ხმის მიცემის პროცესში „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ” ამ დროისთვის შემდეგი პროცედურული დარღვევები დააფიქსირა: - ხელვაჩაურის მესამე საპყრობილეში არ იყო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის ინსტრუქცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლის მითითების შემდეგ ეს დოკუმენტაცია უბაზე გამოიკრა; - ამავე საპყრობლედან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ არსებული 31 წინასწარ პატიმრობაში მყოფთაგან, ჯერ არც ერთი ამოუყვანიათ. ციხის ადმინისტრაცია განმრტებას არ აკეთებს, რის გამო ფერხდება მათი არჩენებში მონაწილეობა; - ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში 62 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირია რეგისტრირებული. საუბნო კომისიამ, რომელზეც ეს საპყრობილეა მიმაგრებული, მათი სიები პირადი ნომრების გარეშე მიიღო. მართალია, ვერც ერთმა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა შეძლო არჩევნებში მონაწილეობა პირადობის მოწმობის არ ქონის გამო, თუმცა მათ რომც ჰქონოდათ პირადობის მოწმობები, პირადი ნომრის გარეშე მათი იდენტიფიცრება ვერ მოხდებოდა.

print
elections