საქართველოს სამხედრო ძალების ანტიკორუფციული მექანიზმები გაუმჯობესდა, თუმცა შეინიშნება პოზიტიური ცვლილებების ტემპის კლება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს სამხედრო ძალების ანტიკორუფციული მექანიზმები გაუმჯობესდა, თუმცა შეინიშნება პოზიტიური ცვლილებების ტემპის კლება

03 დეკემბერი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვრივალობა“ მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავდაცვის სისტემის კეთილსინდისიერების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ვალდებულებები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2015 წლის „სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის“ თანახმად, სასაქართველოს თავდაცვის სექტორში კორუფციიის რისკი უკანასკნელ წლებში შემცირდა. საქართველო 2013 წელს D კატეგორიაში იყო, რაც თავდაცვის სფეროში კორუფციის მაღალ რისკს გულისხმობდა. თუმცა, 2015 წელს საქართველომ C კატეგორიაში გადაინაცვლა, სადაც ასევე არიან საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, არგენტინა და სხვა ქვეყნები.

საქართველო 2013 წელს შეუერთდა ნატო-ს „კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამას“ და ყოვლისმომცველი ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების გეგმა მოამზადა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალი კვლევის შედეგად, ამ ნაბიჯებმა შესაძლებელი გახადა შთამბეჭდავი რეფორმების განხორციელება სამხედრო ძალების სხვადასხვა სეგმენტში. თუმცა, ამავე დროს, ბოლო პერიოდის მონაცემები ძალისხმევის შესუსტებასა და მნიშვნელოვანი რეფორმების შეფერხებაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეფორმების ტემპის შენარჩუნება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სამართლებრივი და ინსტიტუციური მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკაში განხორციელება.

კეტრინ დიქსონი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი, ამბობს:

„საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს თავდაცვის სექტორში მამხილებელთა დაცვის მარეგულირებელი ნორმების დამტკიცება, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება და ანტიკორუფციული რეფორმების გაგრძელების მხრივ საკუთარი ვალდებულებების კიდევ ერთხელ ხაზგასმა.“

„გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თავდაცვის ინსტიტუტები ნატო-ს, როგორც ალიანსის, საერთოდ ღირებულებების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. იმ დროს, როდესაც კოლექტიური თავდაცვა კვლავ ყურადღების ცენტრში ექცევა, ნატო-მ მკაფიოდ უნდა გამოხატოს, თუ რას იცავს ის: უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების მქონე საზოგადოებებს.“

„ნატო მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო და პოლიტიკური ალიანსია: პარტნიორული ურთიერთობებისა და სამხედრო მისიების საშუალებით ნატო ასევე უპრეცედენტო გლობალური გავლენით სარგებლობს. საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, არიან თუ არა მზად ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომ თავად დაიცვან კეთილსინდისიერების ყველაზე მაღალი სტანდარტები და იმოქმედონ კორუფციის წინააღმდეგ პარტნიორ ქვეყნებში.“

ანგარიშის თანახმად, სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ნატო-ს წევრ და პარტნიორ სხვადასხვა სახელმწიფოში. გაერთიანებული სამეფო პირველ ადგილზეა A კატეგორიაში და ბევრ მეზობელ ევროპულ ქვეყანას უსწრებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მამხილებელთა დაცვა და შესყიდვები. აშშ, გერმანია და ნიდერლანდები B კატეგორიაში არიან. საქართველომ უფრო მაღალი შეფასება მიიღო, ვიდრე პორტუგალიამ, უკრაინამ, თურქეთმა და სომხეთმა, რომლებიც D კატეგორიაში იმყოფებიან, და E კატეგორიაში მყოფმა აზერბაიჯანმა.

საქართველომ მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა ანტიკორუფციულ ინიციატივებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მხრივ, რაც მთელ რიგ ინოვაციურ მეთდოს მოიცავს, მათ შორის მოქალაქეთა საკონსულტაციო ბიუროს განსხნას, სადაც მოქალაქეებს ხელმძღვანელობის წარმოამდგენლებთან უშუალოდ შეხვედრა და საკითხების მათთან განხილვა შეუძლიათ.

საქართველომ B კატეგორიის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა პირადი შემაგდენლობის მხრივ და მაქსიმალური ქულა მიიღო მოსამსახურეთა დანიშვნისა და დაწინაურების საკითხებით დაკავებული დამოუკიდებელი და ობიექტური საბჭოების შექმნის, ანტიკორუფციული გეგმის საჯაროდ გამოქვეყნების და აქტიურად განხორციელებისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის საკითხში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოვლენილი ინიციატივისთვის, თუმცა თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად აქტიურობს.

საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო „კეთილსინდისიერების ამაღლების“ კურსების დაწესებისა და შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისთვის. ქვეყანამ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია შესყიდვების სფეროში იმ საჯარო ტენდერების რიცხვის ზრდის წყალობით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტის საშუალებით ხორციელდება.  

პრობლემური სფეროები

შესყიდვები

შესყიდვები კვლავაც რჩება ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სფეროდ და ამ მხრივ ქვეყანა კვლავაც D კატეგორიაშია (მაღალი რისკი). არსებობს ასევე კითხვები საპარლამენტო ზედამხედველობის სიძლიერესთან დაკავშირებით - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი უფრო აქტიურად ამოწმებს თავდაცვის პოლიტიკასა და ხარჯებს, მაგრამ საკმარისად ძლიერი არ არის. თავდაცვის სამინისტრომ ამას წინათ საჰაერო თავდაცვის სისტემა საპარლამენტო ნდობის ჯგუფის გვერდის ავლით შეიძინა, რომელიც საიდუმლო ხარჯების შემოწმების მიზნით არსებობს. ეს პირდაპირ არღვევს 2013 წელს მიღებულ საკანონმდებლო შესწორებას, რომლის თანახმად სამინისტრო ვალდებულია წინასწარ აცნობოს კომიტეტს ასეთი შესყიდვების შესახებ.

მამხილებელთა დაცვა

მართალია თავდაცვის სამინისტრომ ზოგიერტი პოზიციური ნაბიჯი გადადგა მხილების წასახალისებლად, ჯერაც არ შექმნილა მამხილებელთა დაცვის შიდა პროცედურები, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია, ამ შეფასების თანახმად.

ეს ანგარიში კვლევების სერიის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს თავდაცვის ინსტიტუტებში კეთილსინდისიერების მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხება. ახლო აღმოსავლეთის, აზიის და დიდი ოცეულის ქვეყნების მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ გლობალური სამხედრო ხარჯები სწრაფად იზრდება სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც მმართველობის სისტემები ყველაზე სუსტია, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას და სტაბილურობად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს ნატო-ს და ევროპის სახელმწიფოებს, რომ ამ ქვეყნებთან თავიანთი ურთიერთობები გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილონ და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ იმ რისკებს, რომლებიც არსებითად არასტაბილურ გარემოში სამხედრო შესაძლებლობების ექსპორტის შედეგად წარმოიქმნება.

ნატო: ფაქტები

  • ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია მსოფლიოს უმსხვილესი სამხედორ და პოლიტიკური ალიანსია.
  • მისი წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი მსოფლიოს პირველი 15 ქვეყნის რიგებშია თავდაცვის ხარჯების მხრივ.
  • 2014 წელს მათი ბიუჯეტები მსოფლიო ხარჯების 46,5 პროცენტს შეადგენდა.
  • მსოფლიოში შეიარაღების 20 უმსხვილესი ექსპორტიორიდან 10 ნატო-ს წევრი ქვეყანაა, ხოლოდ კიდევ სამი - ალიანსის ევროპელი პარტნიორი.

შედეგები:

Full results available at government.defenceindex.org on 00:01 (GMT) Thursday 3 December 2015.         

კონტაქტი:

Dominic Kavakeb

Communications Manager Transparency International

E: dominic.kavakeb@transparency.org.uk

T: + 44 (0)20 3096 7695

M: +44 (0)79 6456 0340 (out of hours enquiries)

შენიშვნა რედაქტორებისთვის:

„სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსით“ ხდება იმ ინსტიტუციური და არაფორმალური მაკონტროლებელი მექანიზმების არსებობისა, ეფექტიანობის  და პრაქტიკაში განხორციელების შეფასება, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში კორუფციის რისკის შემცირებას ემსახურება. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ექსპერტების გუნდი აგროვებს მონაცემებს სხვადასხვა წყაროსა და ინტერვიუების საშუალებით, რომლებიც 77 ინდიკატორს მოიცავს. კვლევის მიზანია მთავრობებისთვის დეტალური შეფასების წარდგენა მათ თავდაცვის ინსტიტუტებში კეთილსინდისიერების მხრივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

2015 წლის ანგარიში ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების შესახებ მოიცავს ქვეყნების რეიტინგს რისკის მიხედვით, რომელიც ამ მონაცემებს ემყარება. ანგარიშში განხილულია რეგიონში არსებული ტენდენციებიც. 

ამ ანგარიშს წინ უძღოდა კვლევები ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და დიდი ოცეულის ქვეყნების შესახებ, რომლებიც 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. მომდევნო ანგარიშები, რომლებიც 2015 წლის ინდექს ემყარება, აფრიკასა და მოწყვლად სახელმწიფოებს დაეთმობა.

 

print