საპარლამენტო არჩევნები – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" არჩევნების დღის მონიტორინგი ქვემო ქართლში განახორციელა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპარლამენტო არჩევნები – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" არჩევნების დღის მონიტორინგი ქვემო ქართლში განახორციელა

13 აპრილი, 2010

• ქვემო ქართლი კვლავ რჩება ერთ-ერთ პრობლემურ რეგიონად საქართველოში არჩევნების ადმინისტრირების კუთხით • 110 საარჩევნო უბნიდან, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, 56-ში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა თბილისი, საქართველო – 2008 წლის 21 მაისს `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” განახორციელა კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცედურების მონიტორინგი ქვემო ქართლის ხუთ საარჩევნო ოლქში: მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში და წალკაში. სულ ორგანიზაციას არჩევნების დღეს ამ რეგიონში 110 საუბნო დამკვირვებელი ჰყავდა და შესაბამისად, უბნების საერთოო რაოდენობის 40% დაფარა. საუბნო დამკვირვებლების გარდა მონიტორინგის პროცესში ჩართულები იყვნენ მობილური ჯგუფის დამკვირვებლებიც (სულ ხუთი მობილური ჯგუფი).

print
elections