ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამართული შეხვედრების შუალედური ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა დღეს მოქალაქეების, ადგილობრივი მოხელეებისა და მედიისთვის მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამართული შეხვედრების შუალედური ანგარიშში მოცემულია მუნიციპალიტეტის 15 ტერიტორიულ ორგანოში ჩატარებული შეხვედრების შედეგები და ჩვენ მიერ გამოვლენილი პრობლემები. პროექტს, რომლის ფარგლებშიც ანგარიში მომზადდა, ჩვენი ზუგდიდის წარმომადგენლობა „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრსა“ და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ანგარიშის თანახმად, ზუგდიდის 15 ტერიტორიულ ორგანოში, ძირითადად, ინფრასტრუქტურული და სოციალური თემატიკის პრობლემა გამოიკვეთა. განსაკუთრებით მტკივნეულია სანიაღვრე არხების, გზებისა და საბავშვო ბაღების თემები.
დარჩენილ ტერიტორიულ ორგანოებში შეხვედრები ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.
პრეზენტაციას რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროექტი „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერითა და „შვედეთის განვითარების სააგენტოს“ ფინანსური დახმარებით ხორციელდება.