მეორე შუალედური ანგარიში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, 11 მაისი
11 მაისი, 2010
ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში 2010 წლის 15 მარტიდან 5 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ოთხ ძირითად სახეობაზე ამახივლებს. ესენია: ხისტი, ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები. როგორც ანალიზიდან ჩანს, წინა – 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო – არჩევნებთან შედარებით, 30 მაისის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში დღევანდელი მდგომარეობით ნაკლები დარღვევაა, თუმცა საერთო სურათი დადებითი შეფასების შესაძლებლობას მაინც არ იძლევა.