მესამე შუალედური ანგარიში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, 25 მაისი
ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში 2010 წლის 6 მაისიდან 24 მაისამდე პერიოდს მოიცავს. ის ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების სამ ძირითად ტიპზე - ხისტ, მატერიალურ-ტექნიკურ და ადამიანურ - რესურსებზე ამახვლებს. საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხშირი წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობა იყო. საჯარო მოხელეები მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ეწეოდნენ, რაც მათ კანონით ეკრძალებათ. ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს კი საერთოდ არა აქვთ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება. რამდენიმე რაიონში კვლავ გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და აქტივისტების დაშინების ფაქტები და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მოწოდებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული კოორდინატორების და სხვა რეგიონული კონტაქტების - ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეების და პარტიული აქტივისტების - მიერ.