რა ეტაპზე ვართ? განსხვავებული ხედვები საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით (ENP AP) განსაზღვრული საქართველოს ვალდებულებები თითქმის ყველა სექტორის რეფორმას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ზოგიერთ სფეროში ხელისუფლებამ რეალურ შედეგებს უკვე მიაღწია, ბევრი სხვა მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. წინამდებარე ანგარიში ახდენს ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თვალით დანახული მიღწევებისა და მომავალი გამოწვევების შეჯამებას. ანგარიში მთლიანად ეფუძნება რესპონდენტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ყურადღებას ამახვილებს არა პოლიტიკურ,არამედ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე. ანგარიშის პირველი ნაწილი მიმოიხილავს სამი მხარის მიერ დასახელებულ წარმატებულ რეფორმებს, მეორე ნაწილი კი ეხება სახელმწიფო პოლიტიკის ისეთ სფეროებს, რომლებიც, უმრავლესობის აზრით, დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიროებს. ანგარიშის ბოლოს მოცემულია აზრთა შეჯამება მთავრობის მიღწევებისა და სამომავლო გამოწვევების შესახებ.