სურსათის უვნებლობა საქართველოში
სურსათის უვნებლობა თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ საკითხის არსი სცილდება ხინკლის წვენის ტანისამოსზე დაწვეთების პრობლემას. ისეთი საკითხები, უსაფრთხოება, აგრარული პოლიტიკა, იმპორტის როგორიცაა სასურსათო ჩანაცვლება, საექსპორტო ბაზრები და თავისუფალი ვაჭრობა, ირიბად უკავშირდება ჩვენი ხინკლის უვნებლობის უზრუნველსაყოფად დადგენილ (თუ ჯერაც დასადგენ) სტანდარტებს. წინამდებარე ანგარიში ეხება საქართველოს ვალდებულებას, დააწესოს ევროპული ტიპის სტანდარტები სურსათის უვნებლობის სფეროში, რაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ანგარიშის თემა უფრო ფართოა, ვიდრე თავისთავად სურსათის უვნებლობის საკითხი. მართალია სურსათის ხარისხის სტანდარტები დიდწილად ჩვენს მიერ მიღებულ საკვებს ეხება, მაგრამ ეს სტანდარტები აგრეთვე არის ერთ-ერთი ელემენტი იმისა, რასაც ევროპელი ბიუროკრატები „რეგიონალური სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის ასპექტებს” უწოდებენ. ჩვენს ანგარიშში საკითხი სწორედ ამ კუთხით არის განხილული.
