თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე დეკლარაციაში ხელფასს და უძრავ ქონებას მალავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე დეკლარაციაში ხელფასს და უძრავ ქონებას მალავს

03 ივნისი, 2024

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე, რომელიც 2019 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2023 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებებს და ხელფასს არ უთითებს.

დარღვევა I: მარინე ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება:

  1. 60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე 
  2. 71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე
  3. 105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე
  4. 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, მასზე არსებული შენობა ნაგებობით

აღსანიშნავია, რომ მარინე ცერცვაძემ ქონებები არც 2022 წლის დეკლარაციაში ასახა.

დარღვევა II: მარინე ცერცვაძემ 2023 წლის დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს მარინე ცერცვაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლე მარინე ცერცვაძე, როგორც თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს.

print