ვის ეკუთვნის საქართველო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვის ეკუთვნის საქართველო

09 დეკემბერი, 2019

 

წიგნი სათაურით „ვის ეკუთვნოდა საქართველო“ პირველად 2012 წელს გამოიცა და საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორის ძირითად მოთამაშეებს და მმართველ პარტიასთან მათ კავშირებს ეძღვნებოდა. წიგნის მთავარი თემა პოლიტიკისა და ბიზნესის გადაკვეთა იყო – იმ საფრთხეებთან ერთად, რომლებსაც ასეთი გადაკვეთა უქმნიდა, ერთი მხრივ, საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას კერძო სექტორში.

პირველი წიგნის გამოცემიდან შვიდი წლის თავზე ეს საფრთხეები არათუ არ გამქრალან, არამედ სრულიად ახალი განზომილება შეიძინეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების უპრეცედენტო კონსოლიდაციის შედეგად. ცხადია, რომ ვითარება, როდესაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი იმავდროულად მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე ფაქტო მმართველია, ახალი ტიპის გამოწვევაა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და მისი საკვანძო ინსტიტუტებისთვის. რა შედეგები აქვს ძალაუფლების ამგვარ კონსოლიდაციას სასამართლოსთვის, სამართალდამცავი სისტემისთვის ან მედიისთვის? როგორ აისახება ის საარჩევნო პროცესზე? რა გავლენას ახდენს ის მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და როგორ ცვლის მათ უშუალო საცხოვრებელ გარემოს?

ამ და ზოგიერთ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცადეთ წიგნში, რომელიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ნიკო ნერგაძესთან ერთად მოვამზადეთ.

 

გამოცემა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. წიგნში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავენ ფონდის პოზიციას და ფონდი არ არის პასუხისმგებელი წიგნის შინაარსზე.

 

print