ვის ეხება ამნისტია
12 აპრილს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ინიციატივა მესამე მოსმენით მიიღო, რომელიც 2 მაისიდან ამოქმედდება.
პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ამნისტიის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი უმცირდებათ.
- 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდებათ 75 დღით.
- ამ პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ პირებს, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ვადა შეუმცირდებათ 45 დღით.
- ამ პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი, არასრულწლოვანი და 70 წელს გადაცილებული მსჯავრდებულებისთვის სასჯელი 105 დღით მცირდება.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდება პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული (ამნისტია ვრცელდება ამ დანაშაულების მომზადების ან მცდელობის სტადიაზეც).[1]
ამნისტია არ ვრცელდება დანაშაულზე, თუ ის ჩადენილია „ოთხოზორია‐ ტატუნაშვილის სიით“ განსაზღვრული პირების მიერ.
გარდა ამისა, ამნისტია არ გავრცელდება შემდეგ დანაშაულებზე (ასევე არ ვრცელდება ამ დანაშაულების მომზადებასა და მცდელობაზე):
- 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა
- 109-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში
- 137-ე- გაუპატიურება
- 138-ე- სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება
- 139-ე- პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება
- 140-ე- სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში
- 141-ე - გარყვნილი ქმედება
- 142-ე- ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა
- 1421-ე- რასობრივი დისკრიმინაცია
- 1422 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის უფლებების შეზღუდვა
- 143-ე- თავისუფლების უკანონო აღკვეთა
- 1431 - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
- 1432- არასრულწლოვანით ვაჭრობა(ტრეფიკინგი)
- 1433-ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა
- 144 - მძევლად ხელში ჩაგდება
- 1441-წამება
- 1442-წამების მუქარა
- 1443-დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა
- 164-ე- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება
- 179-ე-ყაჩაღობა
- 183-ე,- განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
- 223-ე-უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება.
- 2231 – „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“
- 2232 – „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა
- 2233- „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.
- 2234 – „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება.
- 224- ბანდიტიზმი
- 236-ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
- 237- იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალა.
- 238- ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის(თოფის)) დაუდევრად შენახვა.
- 2381- ცივი იარაღის ტარება
- 239 - ხულიგნობა
- 253 - პროსტიტუციაში ჩაბმა
- 254- პროსტიტუციის ხელშეწყობა
- 255-პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება.
- 2551-არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში.
- 2552-არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის
- 280- ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა
- 353- წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ
- 378-პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.
- 3781-პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემა.
- 3782-პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა.
- 379-დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა.
- 404-აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება.
- 405-მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ
- 406- მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა.
- 407-გენოციდი
- 408-დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ
- 409-ეკოციდი
- 410-დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში.
- 411- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს
- 412-საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან ფიზიკური დასახიჩრებით.
- 413-საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა.
- 308-322 მუხლები - დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
- 323-3312 მუხლები - ტერორიზმის დანაშაულები.