ხელისუფლებას მოვუწოდებთ მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული მოსამართლეების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ხელისუფლებას მოვუწოდებთ მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული მოსამართლეების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე

10 აპრილი, 2024

ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე.



ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ზემოხსენებული პირების სანქცირება მოახდინა, თუმცა საქართველოში არცერთ საჯარო უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება.  უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე არათუ სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს, არამედ სანქცირებულ მოსამართლეებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს  და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება ამ უმძიმესი ბრალდებების აბსურდულობაში. 

„ქართული ოცნების“ მიერ სანქცირებული პირების მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს მაღალი თანმდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს .ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობით და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული პირების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე.

  • არასამთავრობო ორგანიზაცია წითელი ხიდი
  • ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • დემოკრატიის მცველები
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • მომხმარებელთა უფლებების ცენტრი (CRC)
  • არასამთავრობო ორგანიზაცია  ფენიქსი 2009
  • საფარი
  • მოძრაობაინკლუზიური საზოგადოება - საქართველო
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (sovlab)
  • საორსა
  • სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • შავი ზღვის ეკო აკადემია (BSEA)
  • ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • პროფესიო - პიროვნული და პორფესიული განვითარების ცენტრი
  • საზოგადოებრივი მოძრაობასამოქალაქო თანხმობა
  • კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
  • დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • წამების მასხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთას (GCRT)
print