ზუგდიდელი ჩინოვნიკების ავტოკომფორტი ხალხის ფულით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ზუგდიდელი ჩინოვნიკების ავტოკომფორტი ხალხის ფულით

03 ივლისი, 2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან – 492 390 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა

  • 7 ერთეული Renault Duster – მიმწოდებელი: სს „ფრანს ავტო“;
  • 1 ერთეული Ford Kuga – მიმწოდებელი: შპს „ჯითი მოტორსი“.

5 ავტომობილი, უშუალოდ ზუგდიდის მერიამ ტენდერით, თითო კი შპს “ანაკლია-განმუხურის ბულვარმა”, ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა” და ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა” შესიყიდეს. აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს კონკურენტები არ ჰყოლიათ. 

ახალი ავტომობილებით ზუგდიდის მერი, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” და შპს “ანაკლია-განმუხურის ბულვარის” დირექტორები სარგებლობენ.

print