რეგიონული ოფისები | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
რეგიონული ოფისები
24 ივნისი, 2021

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესები ჩხოროწყუში

  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აგრძელებს მოკვლევას პარტია „ქართული ოცნებიდან” საქართველოს 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრისა და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესების შესახებ.

24 მაისი, 2021

საეჭვო შესყიდვები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

  ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა იგებენ. ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.

07 აპრილი, 2021

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯები 2020 წელს

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,182,978 ლარი შეადგინა.

17 თებერვალი, 2021

სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს

 სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია - შპს “დაგიმ” 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა.

07 დეკემბერი, 2020

ფოთის მერის ბიზნესპარტნიორის გამარტივებული შესყიდვები

 ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ - შპს “ხალიბმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 306,520 ლარი მიიღო.

გვერდები