SMS სერვისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

SMS სერვისი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას სხვადასხვა საშუალებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გვაქვს ვებ გვერდი www.chemiparlamenti.ge, სადაც დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე აქტუალური, საინტერესო საკითხებისა და თითოეული დეპუტატის აქტივობის შესახებ. ვებ გვერდი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, კითხვა დაუსვას პარლამენტის წევრს და მიიღოს პასუხი.

სმს სერვისის გამოწერის საშუალებით მოგაწვდით ინფორმაციას პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, ამ სერვისის გამოწერის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას ჩანიშნული კომიტეტის და პლენარული სხდომების განრიგის თაობაზე, რომლის დროსაც განსახილველი იქნება ის საკანონმდებლო საკითხები, რომელზედაც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე. ასევე შესაძლებელია პარლამენტის კომიტეტების საქმიანობის ფარგლების შესაბამისად გაფილტროთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მისაღები ინფორმაცია. (მაგალთად, გამოიწეროთ მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომების შესახებ ინფორმაცია და ა.შ).

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ.