თამარ ტატანაშვილი
მთავარი იურისტი

თამარ ტატანაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2015 წლის თებერვალში შემოუერთდა. თამარი არის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, დოქტორანტი (სადისერტაციო თემა: ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სამართალსუბიექტობა); თსუ-ს კერძო სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალის „კერძო სამართლის მიმოხილვის” სარედაქციო საბჭოს წევრი და „თსუ სამართლის მიმოხილვის” სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
2019 წელს იყო მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშირისო კერძო სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი (სტიპენდიანტი). ის ასევე არის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრი, 2013 წლიდან 2015 წლამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას კერძო სამართლის მიმართულებით. თამარი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო სტაჟიორი იყო.
გამორჩეული საქმიანობის გამო, ორგანიზაციამ გადაწყვიტა თამარი მთავარი იურისტის პოზიციაზე აეყვანა.