CPI2019 - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
CPI2019
23 იანვარი, 2020

2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს

 თბილისი, 2020 წლის 23 იანვარი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.