ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით

27 ოქტომბერი, 2025

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 1 ჟურნალისტს კი - მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

დაკავებლთა შორის არიან:

ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინგამოცება „პუბლიკასჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს. გათავისუფლებისას, მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ.