დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს

06 ივნისი, 2023

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი და მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება.

ველთაურსა და მის მეუღლეს, თამაზ გვანცელაძეს ეკუთვნით 7 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

  1. ბინა თბილისში, ჭოპორტის ქუჩაზე – 78.40 კვ.მ
  2. ბინა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე – 96.13 კვ.მ.
  3. სხვენი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე – 84 კვ.მ.
  4. ავტოფარეხი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე – 25.46 კვ.მ.
  5. ბინა ქობულეთში, დაბა ჩაქვში – 85.53 კვ.მ.
  6. ნახევარსარდაფი ქობულეთში, დაბა ჩაქვში – 21.16 კვ.მ.
  7. მიწის ნაკვეთი ჭიათურაში, სოფელ ითხვისში – 1,590 კვ.მ.

ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020 წლის იანვარში შეიქმნა და ველთაურიც სწორედ ამ დროიდან არის მისი დირექტორი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს ველთაურის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.