კობახიძეების ოჯახის წევრები და სახელმწიფოს შერჩევითი მიდგომები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კობახიძეების ოჯახის წევრები და სახელმწიფოს შერჩევითი მიდგომები

24 იანვარი, 2017

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად უმრავლესობამ მანანა კობახიძე წარადგინა. კობახიძე წინა მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო. დეპუტატობის პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრების შესახებ არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას დაზუსტებით ვისაუბროთ ვისიმე ბრალეულობის შესახებ. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტი უნდა დაინტერესდეს კორუფციის იმ შესაძლო შემთხვევებით, რომლებსაც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანანა კობახიძე უკავშირდება და კიდევ ერთხელ სიღრმისეულად შეისწავლოს ეს საქმეები.  

შეწყალების კომისიის საქმე მანანა კობახიძის კავშირი „კოკაინის“ საქმესთან

2015 წლის დეკემბერში შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მაღალის თანამდებობის პირების მხრიდან კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალების მოთხოვნით ზეწოლას განიცდიდა. მოგვიანებით ელისაშვილმა განმარტა, რომ ეს თანამდებობის პირები პარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იყვნენ. ელისაშვილის განმარტებით, ბესელია და კობახიძე მისგან დაჟინებით ითხოვნდნენ ე.წ. „კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას. ე.წ. „კოკაინის საქმეზე” 2010 წელს სამ პირს 30 წელი, ერთს კი 24 წელი მიუსაჯეს. აღნიშნულ საქმეზე განსაკუთრებით ქალბატონი მანანა კობახიძე აქტიურობდა, გამუდმებით ურეკავდა და სატელეფონო შეტყობინებებს უგზავნიდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს.

ელისაშვილმა განაცხადა, რომ ბესელიას და კობახიძეს მიღებული ჰქონდათ 200,000 აშშ დოლარი და ისინი კიდევ 1.5 მლნ. აშშ დოლარს მიიღებდნენ, თუ „კოკაინის საქმესთან” დაკავშირებული პირების შეწყალებას მიაღწევდნენ. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, მას ინფორმაცია თანხის გადახდის შესახებ მაღალი თანამდებობის პირისგან ჰქონდა. დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილის ბრალდება უარყვეს. მანანა კობახიძის განმარტებით, ის შეწყალების კომისიისგან მხოლოდ საქმის შესწავლას ითხოვდა და მისი ინტერესი მსჯავრდებულების უფლებების დაცვის მოტივით იყო განპირობებული.

ალეკო ელისაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნებით საქმის გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დაკითხულმა მოწმეებმა, მათ შორის მანანა კობახიძემ, ეკა ბესელიამ, ე.წ. „კოკაინის საქმის” მსჯავრდებულებმა და მათმა ოჯახის წევრებმა კატეგორიულად უარყვეს კორუფციული გარიგების არსებობა, ალეკო ელისაშვილის ტელეფონის მეხსიერებიდან კი განხორციელებული ზარებისა და მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენა ვერ მოხერხდა. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ელისაშვილმა პრეზიდენტს მოკლე ტექსტური შეტყობინებები აჩვენა. 2016 წლის 18 მარტს პროკურატურამ ძიება შეწყვიტა, რადგანაც კორუფციის ფაქტი არ დადასტურდა.

თედო კობახიძის საქმიანობა საკრებულოში

თედო კობახიძე ხელფასის გამოძალვაში საკრებულოს ყოფილმა თანაშრომელმა ბადრი ჯავახიშვილმა 2016 წლის 12 ივნისს ტელეკომპანია ”რუსთავის 2-ში” გასულ გადაცემა PS-ში დაადანაშაულა. ჯავახიშვილის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საკრებულოში მას ხელფასიდან ფულის გადახდას აიძულებდა.  

ბადრი ჯავახიშვილის განცხადებით, მანანა კობახიძის ძმა, თედო კობახიძე მისი თანაკლასელი იყო. ნაცნობობით კობახიძემ ჯავახიშვილს, მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პარტია “ქართული ოცნების” სააარჩევნო შტაბში დააწყებინა. ბადრი ჯავახიშვილი თქმით, პირველი ხეფასის ჩარიცხვის შემდეგ თედო კობახიძემ ხელფასიდან გარკვეული თანხის პარტიისთვის შეწირვა, ნაწილის კი მისთვის გადახდა მოსთხოვა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შედგომ, კობახიძე ქართული ოცნების კვოტით თბილისის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მან საკრებულოში სამუშაოდ გადაიყვანა ბადრი ჯავახიშვილიც, რომლისგანაც კვლავ მოითხოვა ხელფასიდან “საკუთარი წილი,” ამჯერად ხელფასის 35%. თანხის მიწოდება ელექტრონულად უნდა მომხდარიყო, რისთვისაც კობახიძემ მეგობარს ანგარიშის ნომერიც მისცა.

მას შემდეგ, რაც ბადრი ჯავახიშვილს თანხის გადახდა მობეზრდა, კობახიძემ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. რის პასუხადაც, ჯავახიშვილმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ მანანა კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერს, ხოლო შემდეგ საქართველოს ვიცე პრემიერს კახი კალაძეს მიაწოდა. ხოლო თავად თედო კობახიძეს მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

მანანა კობახიძე, რომელიც ჯავახიშვილის მასწავლებელიც იყო, მას დახმარებას და საქმის მოკვლევას დაჰპირდა, ხოლო კალაძემ, რომელსაც ჯავახიშვილი პრიადად არ შეხვედრია, პროკურატურისთვის მიმართვა ურჩია. ჯავახიშვილი ამბობს, რომ მძიმე საუბარი ქონდა მანანა კობახიძესთან, რის შემდგომაც მის სახლში პოლიცია შეიჭრა და ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა ჩხრეკის შედეგად ვერაფერი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით, მანანა კობახიძემ, ისევე როგორც თედო კობახიძემ მისი მისამართით გაჟღერებულ მოსაზრებებს სიცრუე უწოდა. თედო კობახიძემ კი ჯავახიშვილის მხრიდან მუქარის გამო გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

მოგვიანებით, თედო კობახიძის საქმიანობას კიდევ ერთი სკანდალი დაუკავშირდა, ამჯერად საკრებულოს და მისი აპარატის თანაშრომლები კობახიძის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობდნენ. 2016 წლის 12 დეკემბერს იმავე გადაცემის საშუალებით, საკრებულოს იურიდიული კომისიის მთავარმა სპეციალისტმა, ანა ვარდოსანიძემ იურიდიულ კომიტეტში ფიქტიურად დასაქმებულ პირებზე იასუბრა. ადამიანებზე, რომელთაც გაფორმებული აქვთ შორმითი ხელშეკურლება იღებენ ხელფასებსა და პრემიებს, თუმცა ისინი სამსახურშიც არც არასოდეს დადნიან და არც სამუშაოს ასრულებენ.

აღნიშნული ინფორმაცია, დადასტურდა იურიდიულს საქმეთა კომიტეტის სამდივნოს ყოფილი უფროსის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებაში, რომელმაც დაადასტურა ფიქტიური კადრების არსებობა სამსახურში.  

კობახიძის მხრიდან დისკრიმინაციის მიდგომის შესახებ საკრებულოს თავჯდომარეს მოხესებითი ბარათით მიმართა იურიდიული კომისიის ხუთმა თანამშრომელმა მადაც ისინი წერენ, რომ კობახიძე მათ დევნის, დისკრიმინაციას ახდენს და სამსახურიდან წასვლას აიძულებს. მიმართვის ავტორთა შორის ერთ-ერთი ანა ვარდოსანიძეცაა რომელიც საკრებულოში 17 წელია მუშაობს.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფრომაციას ფლობდნენ საკრებულოს დეპუტატები, საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე და ასევე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც.

აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს თავად კობახიძე, რომელიც მომხდარს სიცრუეს უწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ამდენი მოწმე ყავს, შესაბამის ორგანოებს ეს საკითხი არ შეუსწავლიათ. უფრო მეტიც საკრებულოში სპეციალური სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება იქნა მიღწეული, მოგვიანებით კი სხდომა საერთოდ არ შედგა. განცხადებაში რომელიც საკრებულოს თავჯდომარემ გაავრცელა ნათქვამი იყო რომ მან კობახიძის უფლებამოსილების საკითხზე მესჯელობა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. კობახიძე კვლავ თანამდებობაზეა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ცალსახაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან კობახიძის ოჯახის წევრების მიმართ ინერტული და შერჩევითი დამოკიდებულება იყო. უფრო მეტიც, მანანა კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმართლედ გამწესებას უპირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედი წევრის და ყოფილი ვიცე- სპიკერის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება და მაკონტროლებელი კონსტიტუციური ინსტიტუციის მის მიმართ პოლიტიკურად ლოიალური პირებით დაკომპლექტება. ამგვარი მიდგომით ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერშეკავების პრინციპის პრაქტიკული არსებობა ქვეყანაში. ყოველივე საფრთხეს შეუქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას და შეაფერხებს, ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“