უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის 1 წლიანი პროცესის ქრონოლოგია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის 1 წლიანი პროცესის ქრონოლოგია

10 თებერვალი, 2020

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი 2018 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და თითქმის 1 წელი გაგრძელდა. ხელისუფლების მხრიდან სასამართლოში არსებული გავლენიანი მოსამართლეების მხარდაჭერამ და ჩატარებულმა ფორმალურმა პროცესმა, საბოლოოდ მართლმსაჯულების სისტემა მძიმე შედეგამდე მიიყვანა: უზენაესი სასამართლო 2019 წლის 12 დეკემბერს ისეთი 14 მოსამართლით შეივსო, რომელთა უმრავლესობის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არაერთი დასაბუთებული კითხვა არსებობს.

საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ ხელისუფლების მიზანი უზენაესი სასამართლოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება არ ყოფილა. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანომდებლობის მიღება, რამაც საპარლამენტო უმრავლესობას შერჩევის პროცესის შედეგად წინასწარ დაგეგმილი შედეგის დაყენების შესაძლებლობა გაუადვილა და უზენაესი სასამართლო, ძირითადად, არა კონკურსში მონაწილე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებით, არამედ ხელისუფლების მიერ წინასწარ ლობირებული კადრებით დაკომპლექტდა. ყოველივე ამის გამო, პროცესი კრიტიკულად შეფასდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ამ დოკუმენტით განვითარებული მოვლენების სრულ ქრონოლოგიას წარმოგიდგენთ.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“