გოჩა მჟავანაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გოჩა მჟავანაძე

ანალიტიკოსი
print
gocha.mzhavanadze@transparency.ge

გოჩა მჟავანაძე 2022 წლის ივლისში შეუერთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გუნდს და ამჟამად მუშაობს ბათუმის ოფისში ანალიტიკოსად.

გოჩა ფლობს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. გოჩას გავლილი აქვს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საჯარო ორგანიზაციების მართვის სპეციალური კურსი და ფლობს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს.

გოჩას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 8 წლიანი და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტაჟიორი და მიწვეული სპეციალისტი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ეკონომისტი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი და მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის პროექტ „ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარი/კონტრიბუტორი.