პარლამენტის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერება
პროექტი მიზნად ისახავს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას და ღია მმართველობის მუდმივი საბჭოს ქმედებების სისტემატიურ მონიტორინგს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მისი იმპლემენტაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოამზადებს კვლევას საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ და წარადგენს შედეგებს კონფერენციაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ასევე შეაფასებს მნიშვნელოვან საკანონდებლო ცვლილებს და ანალიზს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდება ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შეფასების 2 დოკუმენტი, რომლის მიზანია პროცესის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.
Donor:
Tetra Tech ARD
Project Manager:
ლიკა საჯაია
Amount:
131335 GEL
Duration:
06 June, 2017 - 08 August, 2018