ლიკა საჯაია
პროექტის მენეჯერი / საპარლამენტო მდივანი
ლიკა საჯაიას სამართლის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2007 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2008-2009 წლებში იყო მაქს პლანკის ინტელექტუალური საკუთრებისა და კონკურენციის სამართლის ინსტიტუტის დოქტრორანტი სტიპენდიანტი, სადაც მუშაობდა სამეცნიერო კვლევაზე საავტორო სამართალში. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც: „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში”, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2013-2014 წლებში მიღებული რამდენიმე კანონის ავტორი.