განცხადება გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ახალი ვიდეო მასალის შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ახალი ვიდეო მასალის შესახებ

18 სექტემბერი, 2012

ერთი საათის წინ ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ახალი, უმძიმესი კადრები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გმობს და უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს ამ შოკისმომგვრელი ფაქტების მიმართ და მოითხოვს დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან.