მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი (Sida) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი (Sida)

პროექტი „მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი“ 2012 წლის 1 ივლისს დაიწყო. იგი შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ გამოყოფილი 15 300 000 შვედური კრონის ოდენობის გრანტით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2015 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.  

ამ პროექტის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განაგრძობს მნიშვნელოვანი სექტორებისა და ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაზრდას სიღრმისეული კვლევის, ანალიზის და ტექნოლოგიის ინოვაციური გამოყენების გზით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევის შედეგებს გამოიყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების და საკანონმდებლო პოლიტიკის გაძლიერებისათვის. ამისათვის იგი განახორციელებს მიზანმიმართულ პროპაგანდას და მთავრობაზე ზედამხედველობის გაწევის მიზნით ხელს შეუწყობს სამოქალაქო ორგანიზაციების, საზოგადოების და მედიის ეფექტიანობისა და ჩართულობის ზრდას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ შექმნის საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმებსა და ინფორმაციას, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველო განაგრძობს გამჭვირვალობის და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.