16 სექტემბერი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ აბაევის სავარაუდოდ უკანონო დაკავება და მასზე პოლიციელთა მხრიდან ძალადობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

16 სექტემბერი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ აბაევის სავარაუდოდ უკანონო დაკავება და მასზე პოლიციელთა მხრიდან ძალადობა

  • 16 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურავ აბაევი  პარტიის ნაძალადევის ოფისის სიახლოვეს პოლიციამ დააკავა. აბაევის თქმით დაკავებისას პოლიციამ მასზე იძალადა, მისი ცემა გაგრძელდა ავტომობილში და პოლიციის განყოფილებაშიც. განყოფილებაში აბაევი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გამოძახება და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც დაფიქსირდა რომ მას სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება ჰქონდა  მიღებული. შსს-ს ინფორმაციით აბაევი სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, მის შემდეგ აბაევი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარემოებები მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით ადგილი ჰქონდა ზურაბ აბაევის უკანონო დაკავებასა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ასეთი შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს საქმის ყველა გარემოება, მათ შორის ძალადობის პოლიტიკური მოტივის სარსებობა და სამართალდამცველთა შესაძლო ბრალეულობა.

print