19 სექტემბერი: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

19 სექტემბერი: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა

  • 19 სექტემბერს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის წევრი ანა წითლიძე საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ, რა დროსაც მათ რამდენიმე ათეული ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც ანა წითლიძის თქმით „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები იყვნენ. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მათ შორის ანა წითლიძეს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხოფას აყენებენ. თავდასხმის შედეგად „ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ღონისძიება ჩაიშალა.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. იმისათვის რომ მომხდარმა შემთხვევამ არ წაახალისოს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ ძალადობა და საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა აუცილებელია თავდამსხმელების იდენტიფიცირება და სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება.

 

print