3 ოქტომბერი: „ალმა პლიუსმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სარეკლამო ბანერების განთავსებაზე უარი უთხრა, რაც კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციული ნაბიჯია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

3 ოქტომბერი: „ალმა პლიუსმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სარეკლამო ბანერების განთავსებაზე უარი უთხრა, რაც კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციული ნაბიჯია

  • კომპანია „ალმა პლიუსმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიუხედავად მათ შორის არსებული ხელშეკრულებისა, წინასაარჩევნო ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა. უარის მიზეზად კომპანიამ რეკლამის შინაარსი დაასახელა, რომელიც მმართველი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული. კომპანია „ალმა პლიუსს“ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების 15 წლიანი ექსკლუზიური უფლება აქვს.

კომპანიაალმა პლიუსისგადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგო და აშკარად დისკრიმინაციულია. კომპანიამ 2021 წელს უპრობლემოდ განათავსა .. „სისხლიანი ბანერებიდა აცხადებდა, რომ ისინი რეკლამის შინაარსში არ ერევიან. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდშიცქართული ოცნებისდაკვეთით განთავსებულია უკრაინის დანგრეული ქალაქების ამსახველი ბანერები. გარდა ამისაალმა პლიუსისგადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აფერხებსნაციონალური მოძრაობისწინასაარჩევნო კამპანიას, რაც შედეგად აზიანებს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

print