არასამთავრობო ორგანიზაციები “რუსთავი 2”-ზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანებიან
ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან “ქართული მარშის” წარმომადგენლების მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს.
სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)
საზოგადოება და ბანკები
* განცხადებაში შევიდა შესწორება 19 მარტს 23:20 საათზე.
განცხადება მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
