ახალქალაქში მომხდარი ძალადობის ფაქტი სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალქალაქში მომხდარი ძალადობის ფაქტი სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული

02 ნოემბერი, 2018

 

ვეხმაურებით 30 ოქტომბერს ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენლის ცემის ფაქტს, რომელსაც, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი ხელმძღვანელობდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მომხდარმა მსგავსმა ინციდენტებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს საარჩევნო გარემო და გაზარდოს პოლიტიკური პროცესების პოლარიზება. აქედან გამომდინარე, აუცილებლია, ეს შემთხვევა რაც შეიძლება სწრაფად იქნეს  სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება ხულიგნობის მუხლით, თუმცა არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი ძალადობაში პოლიტიკური მოტივის არსებობა,  ადრე მომხდარი ინციდენტების მსგავსად. ასევე საყურადღებოა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლითაც  მან მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატ მკოიანს. გამოძიების დასრულებამდე ასეთი განცხადების გაკეთება შესაძლოა აღქმული იქნას ძალადობის წახალისებად და გამოძიებაზე ზეგავლენის მცდელობად, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალქალაქში მომხდარი შემთხვევა ადეკვატური საფუძვლით და მოკლე ვადაში იქნება გამოძიებული. 

print