კორუფციის აღქმის ინდექსი 2010 - ხშირად დასმული კითხვები
- რა არის „კორუფციის აღქმის ინდექსი„?
- რა არის კორუფცია და როგორ იზომება ის „კორუფციის აღქმის ინდექსით“?
- რატომ არის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ დაფუძნებული აღქმაზე?
- ვის გამოიკითხავენ იმ კვლევებში, რომლებიც „კორუფციის აღქმის ინდექსში“ გამოიყენება?
- რა წყაროებია გამოყენებული 2010 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემებისთვის?
- რატომ ხდება ქვეყნების/ტერიტორიების ამოღება „კორუფციის აღქმის ინდექსის“მაჩვენებლიდან და რატომ ემატება ამ მაჩვენებლებს დრო და დრო ახალი ქვეყნები/ტერიტორიები?
- შეიძლება თუ არა 2010 წლის ამა თუ იმ ქვეყნის/ტერიტორიის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ქულა შევადაროთ იმავე ქვეყნის/ტერიტორიის გასული წლების „კორუფციის აღქმის ინდექსის“ქულას?
- რა უფრო მნიშვნელოვანია „კორუფციის აღქმის ინდექსში“– ქულა თუ რანგირება?
- არის თუ არა ქვეყანა ყველაზე დაბალი ქულით მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული და პირიქით?
- სხვა რა კვლევების აწარმოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის გასაანალიზებლად?
- 1. რა არის კორუფციის აღქმის ინდექსი?
- „კორუფციის აღქმის ინდექსი“ იმის მიხედვით ანიჭებს ქვეყანას ქულას და ახდენს მის რანგირებას, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება საჯარო სექტორი ამ ქვეყანაში. ეს ინდექსი სხვადასხვა კვლევების კომბინაციაა. ამ კვლევებს დამოუკიდებელი და რესპექტაბელური ინსტიტუტები ახორციელებენ და გამოკითხავენ კორუფციის თემაზე მომუშავე ექსპერტებსა და ბისზნესის წარმომადგენლებს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ასახავს მოსაზრებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის იმ ექსპერტებისას, რომლების ცხოვრობენ და მუშაობენ იმ ქვეყანაში/ტერიტორიაზე, რომელსაც ქულას ანიჭებენ.
- 2. რა არის კორუფცია და როგორ იზომება ის „კორუფციის აღქმის ინდექსით“?
- კორუფცია მინიჭებული უფლებამოსილებების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაა. ეს ის დეფინიციაა, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყენებს კორუფციის აღწერისას და ის როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორსაც ეხება. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ფოკუსირებას ახდენს კორუფციაზე საჯარო სექტორში, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, კორუფციაზე, რომელშიც ჩართული არიან საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები. კვლევები, რომლებიც გამოიყენება ინდექსის დასადგენად, შეიცავს საჯარო ძალაუფლების გადამეტებასთან დაკავშირებულ კითხვებს, როგორიცაა საჯარო მოხელეების მოქრთამვა, ქრთამი სახელმწიფო შესყიდვებისას, საჯარო თანხების გაფლანგვა. კვლევები კითხვების საშუალებით ამოწმებენ საჯარო სექტორში ანტიკორუფციული აქტივობების ეფექტურობასა და სიძლიერეს. კითხვები ფარავს კორუფციის როგორც ადმინისტრაციულ, ისევე პოლიტიკურ ასპექტებს. ინდექსის გამოთვლისას თითოეული ქვეყნის ქულის დასადგენად სწორედ ზემოთმოხსენებული კვლევები და კორუფციის შესახებ კითხვები გამოიყენება წყაროებად.
- 3. რატომ არის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ დაფუძნებული აღქმაზე?
- კორუფცია ზოგადად არაკანონიერ ქმედებებს შეიცავს და ისინი საჯარო მხოლოდ სკანდალების, გამოძიებების ან სასამართლო პროცესების შემდეგ ხდება. ასე რომ, კორუფციის დონის შეფასება ემპირი~ულ მონაცემებზე დაყრდნობით ძნელია. ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ქრთამის აღების ფაქტების გახსნილისაქმეების შედარება, სასამართლო საქმეები, რომლებიც უშუალოდ კორუფციას უკავშირდება, არაა საკმარისი იმისათვის, რომ კორუფციის დონის ზუსტი ინდიკატორი მივიღოთ. ისინი უფრო მეტად იმას გვიჩვენებენ, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობენ პროკურორები, სასამართლო თუ მედია კორუფციის შემთხვევების გამოსავლენად და აღსაკვეცად. ერთი საიმედო მეთოდი ქვეყნის შედარებითი მონაცემების დასადგენად იმ ხალხის აღქმის შესწავლაა, რომლებსაც შეუძლიათ საჯარო სექტორში კორუფციის ექსპერტული შეფასება მოგვცენ.
- 4. ვის გამოიკითხავენ იმ კვლევებში, რომლებიც „კორუფციის აღქმის ინდექსში“ გამოიყენება?
- ის ექსპერტიზა , რომელიც „კორუფციის აღქმის ინდექსის“ გამოსათვლელად გამოიყენება და ინდექსის დადგენის ძირითადი წყაროა, როგორც განვითრებულ, ისე განვითარებად ქვეყანაში მომუშავე ანალიტიკოსებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ კორუფციის შეფასებას ეყრდნობა. წყაროები, რომლთა მონაცემები „კორიფციის აღქმის ინდექსის“ დასადგენად გამოიყენება, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეყრდნობა როგორც ქვეყნის შიგნით მომუშავე ანალიტიკოსებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფებსაც. საბოლოოდ ჯამდება ყველას თვალსაზრისი და ქულაც ამის მიხედვით გამოითვლება.
- 5. რა წყაროებს ეყრდნობა 2010 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“?
- 2010 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ დასადგენად ათი დამოუკიდებელი ინსტიტუტის 13 კვლევაა გამოყენებული. ის წყაროები, რომლებიც 2010 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ დასადგენად გამოიყენეს 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის სექტემბრის ჩათვლითაა გამოქვეყნებული. იმ კვლევების გარდა, რომლებშიც კორუფცია სხვა საკითხებთან ერთადაა გამოკვლეული, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ შეიცავს იმ კვლევებსაც, რომლებიც მხოლოდ ქვეყნების/ტერიტორიების რანგირებას ახდენენ და კორუფციის დონის სხვადასხვა ასპექტებს ზომავენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დარწმუნებულია, რომ გამოყენებული წყაროები ხარისხიანი კვლევებია და ისინი კეთილსინდისიერადაა ჩატარებული. იმისათვის, რომ ცალკეული კვლევა „კორუფციის აღქმის ინდექსში“ იქნეს გამოყენებული,ის უნდა იყოს კარგად დასაბუთებული, კვლევის მეთოდოლოგია გამოქვეყნებული, რადგან შესაძლებელი გახდეს იმის შეფასება, რამდენად სანდოა ჩატარებული კვლევა. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ დაფუძნებულია შემდეგ წყაროებზე (ზოგიერთი მათგანი საჯაროდ ხელმისაწვდომი): G–ით აღნიშნულია ის წყაროები, რომლებიც გამოყენებულია საქართველოს რანგირების დასადგენად:
- Asian Development Bank (2010): Country Performance Assessment Ratings (G)
- African Development Bank (2010): Country Policy and Institutional Assessment"
- Berteslman Foundation (2009): Bertelsmann Transformation Index (G)
- World Bank (IDA and IBRD) (2010): Country Policy and Institutional Assessment (G)
- Economist Intelligence Unit (2010): Country Risk Service and Country Forecast
- Freedom House (2010): Nations in Transit (G)
- Global Insight (2010): Country Risk Ratings (G)
- IMD International, Switzerland, World Competitiveness Center (2009): IMD World Competitiveness Yearbook
- IMD International, Switzerland, World Competitiveness Center (2010): IMD World Competitiveness Yearbook
- Political & Economic Risk Consultancy (2009): Asian Intelligence Newsletter
- Political & Economic Risk Consultancy (2010): Asian Intelligence Newsletter
- World Economic Forum (2009): Global Competitiveness Report (G)
- World Economic Forum (2010): Global Competitiveness Report (G)
- 6. რატომ ხდება ქვეყნების/ტერიტორიების ამოღება „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მაჩვენებლიდან და რატომ ემატება ამ მაჩვენებლებს დრო და დრო ახალი ქვეყნები/ტერიტორიები?
- ქვეყანა/ტერიტორია მაშინ ხვდება „კორუფციის აღქმის ინდექსით“ შეფასებული ქვეყნების რიცხვში, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ დასადგენად გამოყენებულ სამ ან მეტ კვლევაში მოცემული ქვეყანა ნახსენები. თუ სამზე ნაკლები წყაროა ხელმისაწვდომი, მაშინ ქვეყანა ინდექსის ცხრილში არ შედის. 2010 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ორით ნაკლები ქვეყანაა შესული, ვიდრე წინა წლების ინდექსში. ეს ხელმისაწვდომი კვლევების შემცირებამ გამოიწვია. ამ წლის ინდექსს კოსოვო დაემატა, თუმცა სანტ ლუსია, სანტ ვინსენტი, გრენადინები და სურინამი ამოვარდა.
- 7. შეიძლება თუ არა 2010 წლის ამა თუ იმ ქვეყნის/ტერიტორიის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ქულა შევადაროთ იმავე ქვეყნის/ტერიტორიის გასული წლების „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ქულას?
- ინდექსი ქვეყნების/ტერიტორიების რანგირებისათვის იყენებს კვლევებს, რომლებიც დრო და დრო იცვლება. ასე რომ, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ დროის მსვლელობაში ქულის ცვლილების შესადარებლად შესაფერისი ინსტრუმენტი არ არის. უფრო მეტიც, 1995 წლიდან, როდესაც „კორიფციის აღქმის ინდექსი“ პირველად გამოქვეყნდა, ყოველ წელს გამოყენებული წყაროები და ქვეყნების რაოდენობა იცვლებოდა. 15 წლის განმავლობაში ინდექსის უფრო დასახვეწად, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მეთოდოლოგიაც შეცვალა. შედეგად, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ წლების მსვლელობაში ტენდენციის ზუსტ ანალიზს ვერ მოგვცემს. ქვეყნების ინდივიდუალური მონაცემები შეიძლება გამოვიყენოთ „კორუფციის აღქმის ინდექსების“ შედარებისთვის და ამით მივხვდეთ თუ მოხდა ცვლილება ცალკეულ ქვეყანაში კორუფციის აღქმაში წინა წლებთან შედარებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ეს მიდგომა 2010 წლის ქვეყნების პროგრესის შესასწავლად გამოიყენა, და შეეცადა გაერკვია რამ მოახდინა გავლენა კორუფციის აღქმის დონეზე. DONE. ამისათვის ორგანიზაციამ ორი კრიტერიუმი გამოიყენა: a)თუ სულ მცირე 0.3 გაიზარდა ან შემცირდა ქულა; b)ქულის ცვლილება იმ კვლევების ნახევარზე მეტშია ნაჩვენები, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსისთვის“ გამოიყენა. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შემდეგმა ქვეყნებმა აჩვენეს გაუმჯობესება 2010 წელს 2009 წელთან შედარებით: ბუტანმა, ჩილემ, ეკვადორმა, მაკედონიამ, ჰაიტიმ, იამაიკამ, კუვეიტმა და კატარმა. შემდეგ ქვეყნებში კი პირიქით გაუარესება შეინიშნება: ჩეხეთის რესპუბლიკა, საგერძნეთი, უნგრეთი, იტალია, მადაგასკარი, ნიგერი და ამერიკის შეერთებული შტატები.
- 8. რა უფრო მნიშვნელოვანია „კორუფციის აღქმის ინდექსში“ – ქულა თუ რანგირება?
- ქვეყნის/ტერიტორიის ქულა (0–10) აღნიშნავს საჯარო სექტორში კორუფციის დონის აღქმაას მოცემულ ქვეყანაში, ხოლო ქვეყნის რანგირება (რიგითი ნომერი) მიუთითებს მის პოზიციაზე იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევაში შედიან. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ქვეყნის რანგირება შეიძლება იმ უბრალო მიზეზით შეცვალოს, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ შემავალი ქვეყნების სიას დაემატება ან მოაკლდება რომელიმე ქვეყანა.
- 9. არის თუ არა ქვეყანა ყველაზე დაბალი ქულით მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული და პირიქით?
- არა. ქვეყანა/ტერიტორია უდაბლესი ქულით ერთ–ერთია, სადაც კორუფცია საჯარო სექტორში აღიქმება, როგორც ყველაზე მაღალი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც „კორუფციის აღქმის ინდექსში“ შედიან. მსოფლიოში 200–ზე მეტი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2010 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ 178 ქვეყნის რანგირებას ახდენს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ არ იძლევა ინფორმაციას იმ ქვეყნებზე, რომლებიც კვლევაში ვერ მოხვდნენ. მეტიც, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ უმეტესად აფასებს კორუფციის აღქმადობას ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ წრეებში. ინდექსი ნამდვილად არ არის ვერდიქტი მთელი ერისთვის, ან სახელმწიფოსთვის საერთაშორისო პოლიტიკის და აქტივობების შესახებ. იმ ქვეყნის/ტერიტორიები მოქალაქეები, რომელთაც დაბალი ქულა აქვთ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ იგივენაირად გმობენ კორუფციას, როგორც ამას მაღალი ქულის მქონე ქვეყნების საზოგადოება აკეთებს. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „გლობალური კორუფციის ბარომეტრი“.
- 10. სხვა რა კვლევების აწარმოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის გასაანალიზებლად?
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ატარებს დამოუკიდებელ ემპირიულ კვლევებს კორუფციის შესახებ. ჩვენი გლობალური სამეცნიერო პორტფელი აერთიანებს ხარისხიან მიდგომას, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, გამოცდილი ექსპერტების ანალიზს, ისევე როგორც აღქმაზე დაფუძნებულ კვლევით სამუშაოებს. ეს კვლევები ქმნის კორუფციის გავრცელებისა და დინამიკის ყოვლისმომცველ სურათს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კვლევები ასევე ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ეფექტურად მორგებული რეფორმის გატარებას.
„კორუფციის აღქმის ინდექსთან“ ერთად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური კვლევების პორტფელი მოიცავს: „გლობალური კორუფციის ბარომეტრს“ (GCB): წარმომადგენლობითი კვლევა, რომელიც აერთიანებს 70,000–ზე მეტი ოჯახის გამოკითხვას 65–ზე მეტ ქვეყანაში. ეს კვლევა სწავლობს ხალხის აღქმას და გამოცდილებას კორუფციასთან მიმართებაში. უახლესი „გლობალური კორუფციის ბარომეტრი“ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.transparency.org/policy_research/surveys_indices/gcb.
„ქრთამის გადამხდელთა ინდექსი“: მოწინავე ექსპორტიორი ქვეყნების რანგირება იმ ალბათობის მიხედვით, რომ მათი კომპანიები საზღვარგარეთ იხდიან ქრთამს. კვლევა დაფუძნებულია კომპანიების აღმასრულებლების გამოკითხვაზე. უახლესი „ქრთამის გადამხდელთა ინდექსი“ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.transparency.org/policy_research/surveys_indices/bpi.
„გლობალური კორუფციის ანგარიში“ (GCR): თემატური ანგარიში, რომელიც იკვლევს კორუფციას ხელისუფლების განსაზღვრულ სექტორში. ანგარიშში ნაჩვენებია როგორც ექსპერტული კვლევა და ანალიზი, ასევე მოყვანილია მაგალითები პრაქტიკიდან. უახლესი „გლობალური კორუფციის ანგარიში“ გამოქვეყნდა 2009 წლის 23 სექტემბერს და შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.transparency.org/publications/gcr .
„ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანგარიში“ (NIS): ქვეყნების შიგნით მიმდინარე კვლევა, რომელიც შეისწავლის და აფასებს ძირითადი ინსტიტუტების (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო, ანტიკორუფციული სააგენტოები და სხვა) სისუსტეებს და ძლიერ მხარეებს, რაც ქვეყანაში კარგი მმართველობის წინაპირობაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუშაობს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანგარიშზე. მის გამოქვეყნება ორგანიზაცია 2011 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ამ ანგარიშების სრული სიის ნახვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ აქ: http://www.transparency.org/policy_research/nis.
