აჭარის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აჭარის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა

19 აპრილი, 2012

17 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისმა აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოსთან ერთად გამართა "აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" კანონპროექტის პირველ საჯარო განხილვა.

კანონპროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და პროცედურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძემ წარადგინა. შეხვედრას ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანწილად ასახავს იმ ძირითად ცვლილებებს, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა რიგი შენიშვნები, რომლებზეც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას  იმსჯელებენ. იხილეთ კანონპროექტი.

უმაღლეს საბჭოსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კანონპროექტების საჯარო განხილვაში მონაწილეობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობას და კანონმდებლების ანგარიშვალდებულების გაზრდას.

შეხვედრას USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა უმასპინძლა.