ENG

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გარდაბანში მომხდარ ინციდენტზე

30 მაისი, 2014

 

 

შეშფოთებას გამოვთქვამთ 28 მაისის ღამეს, გარდაბანში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, როდესაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ გარდაბნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეთა ჯგუფები. შეტაკება იმდენად სერიოზული იყო (თვითმხილველების თქმით დაპირისპირებაში დაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა), რომ საინფორმაციო სააგენტოების მონაცემებით, მდგომარეობის განმუხტვისთვის სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა აუცილებელი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ამბაკო ავალიანი აცხადებს, რომ დაპირისპირების პროვოცირებანაციონალური მოძრაობისგარდაბნის ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ მართულმა ჯგუფმა მოახდინა.

სხვა ვერსიაზე საუბრობენერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრები, რომელთა თქმითაც, მათ წარმომადგენლებს ზემოაღნიშნულ რეგიონებში თავს დაესხნენქართული ოცნებისშტაბის წევრები.

ჟურნალისტები და თვითმხილველები დაპირისპირების ეთნიკურ მოტივებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გუშინდელი შემთხვევასვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის შელაპარაკებითდაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს სამართალდამცავი სტრუქტურების უუნარობის გამო, რადგან მათ ვერ შეძლეს ასეთი მასშტაბური დაპირისპირების თავიდან აცილება და გამოძიების დროულად დაწყების უზრუნველყოფა.

სამწუხაროა, რომ წარმოშობილი დაპირისპირების მოგვარება ხელისუფლებამ აქამდე ეფექტურად ვერ შეძლო. დაპირისპირების გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ნებისმიერმა კონფლიქტმა, რომელიც ეთნიკურ ჭრილში ვითარდება, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს სახელმწიფოს. საყურადღებოა ისიც, რომ ამგვარმა ინციდენტებმა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა განსაკუთრებული სიმწვავით იჩინონ თავი, რისი მკაფიო მაგალითიც გარდაბანში განვითარებული სიტუაციაა.

29 მაისს დღის განმავლობაში კონფლიქტის ირგვლივ პოლიტიკური ძალები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ და კონფლიქტის მიზეზების განსხვავებულ ინტერპრეტაციას სთავაზობდნენ საზოგადოებას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულ ყველა პირს დაპირისპირება, რომელსაც შესაძლოა ეთნიკური საფუძველი გააჩნდეს, არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ მოახდენენ პრობლემის ხელოვნურ ესკალაციას. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზოგადოებას.

ჩვენთვის მიუღებელია პოლიტიკური ან სხვა რაიმე სარჩულით ეთნიკური თუ სხვა სახის დაპირისპირების პროვცირება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრონ დაპირისპირების წამომწყებ და კონფლიქტში ჩართულ პირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და გაატაროს კანონით დადგენილი ყველა შესაძლო ღონისძიება, რაც აუცილებელია შექმნილი მძიმე მდგომარეობის განმუხტვისა და დამნაშავე პირთა დასჯისათვის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართალდამცავთა ვალდებულებაა არა მხოლოდ სამართალდარღვევაზე რეაგირება, არამედ, ეფექტურიპრევენციული მოქმედედბებით ფიზიკური დაპირისპირების თუ სხვა სახის სამართალდარღვევის თავიდან არიდება, რასაც თვითმხილველთა შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში პოლიციამ თავი ვერ გაართვა. ამასთან, მიგვაჩნია, რომ გარდაბნის გამგებელი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს დაკავებულ თანამდებობას და თავი შეიკავოს ნაადრევი პოლიტიკური განცხადებებისგან. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)