„ბანკი ქართუს“ საქმე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ბანკი ქართუს“ საქმე

24 დეკემბერი, 2012

 

როგორც ცნობილია, პროკურატურა „ბანკი ქართუს“ საქმით და იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში 2011 წლის ბოლოს განხორციელდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან რამდენიმე ანალიზი გამოაქვეყნა:  

  • საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგულირების ახალი წესი პროცედურის დარღვევით იქნა მიღებული: http://goo.gl/wuvF4
  • საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე: http://goo.gl/o4mYl
  • საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ახალი რეგულაციები: http://goo.gl/z8L3T
  • როგორ შეეხო კომერციულ ბანკებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგულირების ახალი წესი: http://goo.gl/diFpQ

გასული წლის ბოლოს საფინანსო რეგულირების კანონმდებლობაში ასევე შეტანილ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებითაც საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო კონტროლი საფინანსო სექტორზე და ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ გამოაქვეყნა ამ რეგულაციების ანალიზიც:

  • საფინანსო სექტორის ზედამხედველობა მკაცრდება: http://goo.gl/1vc8V

ამასთანავე, გამოქვეყნდა იმ საბანკო რეგულაციის ანალიზი, რომლითაც კომერციულ ბანკებს უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება დაეკისრათ:

  • რა იგულისხმება პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენაში: http://goo.gl/HfgnR