ხაშურში სპეცდანიშნულების რაზმი არჩევნების შედეგებს აყალბებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ხაშურში სპეცდანიშნულების რაზმი არჩევნების შედეგებს აყალბებს

02 ოქტომბერი, 2012

ხაშურში სპეცდანიშნულების რაზმი არჩევნების შედეგებს აყალბებს


ჩვენი ინფორმაციით, ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. 46-ე უბანზე მყოფი ჩვენი დამკვირვებლის თქმით, ხმების დათვლის დროს შემჯამებელ ოქმში დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მცირე ხნის შემდეგ უბანზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გაყარეს. შედეგად, დაიწერა ახალი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც უკვე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს ოქმი ჩაიბარა. ჩვენი კიდევ ერთი დამკვირვებლის ცნობით, სპეც. დანიშნულების რაზმი ასევე შეიჭრა მე-19 უბანზე, სადაც დამკვირებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გამოაძევეს.


ხაშურში მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც, რომელმაც გვაცნობა, რომ მე-5 და მე-45 უბანშიც სპეც. დანიშნულების რაზმი შეიჭრა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაშურის სხვა უბნებზეც იგივე ხდება.


მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს მყისიერი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ დარღვევებზე და მიიღონ შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანი ოლქის შედეგები.

 

gvote2012