„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულებს აცხადებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულებს აცხადებს

23 ივლისი, 2014

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაზაფხულზე გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების თემაზე საუკეთესო საგამოძიებო სტატიის გამოსავლენად. მოგვიანებით ორგანიზაციამ კონკურსი ივლისის თვემდე გადაავადა, რადგან გაზაფხულზე გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.

საბოლოო ჯამში, სახელმწიფო შესყიდვების თემაზე საუკეთესო საგამოძიებო სტატიის კონკურსში მონაწილეობა ოთხმა ჟურნალისტმა მიიღო.  სტატიები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სტატიის თემა  – სახელმწიფო შესყიდვები და ამ სფეროში არსებული პრობლემები

  • სტატიის მიუკერძოებლობა – ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა

  • სტატიაში განხილული პრობლემის აქტუალურობა  და ნაშრომის საზოგადოებრივი მნიშვნელობა

  • ნაშრომის ორიგინალურობა (მათ შორის საკუთარი ძალებით და არა სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის სიმრავლე)

  • სტატიაში მოყვანილი სანდო  და გადამოწმებული წყაროების სიმრავლე

  • თხრობის თანმიმდევრული და გასაგები სტილი.

გამარჯვებული ჟურნალისტები არიან:

1 ადგილი – ლიკა ჟორჟოლიანი (timer.ge - ზე გამოქვეყნებული სტატიით „მცირე ბიზნესის გზა სახელმწიფო კონტრაქტებისკენ“)

2 ადგილი – ეკა გულუა (გაზეთ „პრემიერში” გამოქვეყნებული სტატიების სერიით „დევნილებისთვის გასანაწილებელი ბინები 5 000 – 20 000 დოლარად იყიდებოდა?!“)

3 ადგილი – ეკა ალფაიძე ( „გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატიით „არც თუ ისე „შავი სია“ – აუდიტის სამსახურმა ხელშეკრულება შავ სიაში მოხვედრილ კომპანიასთან გააფორმა“)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისმა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაზაფხულზე ასევე გამოაცხადა კონკურსი აჭარელი ჟურნალისტებისთვის საუკეთესო საგამოძიებო სტატიის გამოსავნელად. საგამოძიებო ნაშრომს უნდა წარმოეჩინა რეგიონში არსებული პრობლემები. მათ შორის:

  • საკადრო ცვლილებები

  • ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტები

  • ადგილობრივი ქონების პრივატიზება

  • ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები

  • ადგილობრივი მნიშვნელობის ადამიანის უფლებათა დარღვევები და ა.შ.

კონკურსში მონაწილეობა ხუთმა  ჟურნალისტმა მიიღო. სტატიები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სტატიის მიუკერძოებლობა, ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა

  • სტატიაში განხილული პრობლემის აქტუალურობა  და ნაშრომის საზოგადოებრივი მნიშვნელობა

  • ნაშრომის ორიგინალურობა (მათ შორის საკუთარი ძალებით და არა სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის სიმრავლე)

  • რამდენად წამყვანი როლი ითამაშა თავად ჟურნალისტმა ნაშრომში წარმოდგენილი პრობლემის გამოაშკარავებაში

  • სტატიაში მოყვანილი სანდო  და გადამოწმებული წყაროების სიმრავლე

  • თხრობის თანმიმდევრული და გასაგები სტილი.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1 ადგილი – თედო ჯორბენაძე (გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით „ბიზნესი ეკლესიისთვის 1 ლარად გადაცემულ მიწაზე“)

2 ადგილი – მაია მეცხვარიშვილი (netgazeti.ge გამოქვეყნებული სტატიით „ქონება, რომელსაც საქატრიარქო ითხოვს სახელმწიფოსგან“)

3 ადგილი – ნათია როყვა (გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით „ფიქტიური თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის“)

print