თბილისელები საკუთარ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის chemikucha.ge–ს მიმართავენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თბილისელები საკუთარ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის chemikucha.ge–ს მიმართავენ

24 მარტი, 2011

ამოქმედებიდან 72 საათში www.chemikucha.ge–ს 30,596 მნახველი ეწვია, აქედან 4,810 უნიკალური მნახველი იყო. ვებ–გვერდზე პრობლემის შესახებ 164 შეტყობინება განთავსდა. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა კი უკვე დაიწყეს ვებ–გვერდზე განთავსებულ პრობლემებზე რეაგირება.

„მოხარულები ვართ, რომ პროექტმა ასეთი ინტერესი გამოიწვია მოსახლეობაში. შეტყობინებების დიდი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვიპოვეთ მარტივი გზა, რათა ხალხმა საჯარო გახადოს და ქალაქის მერიამდე მიიტანოს მათ ქუჩაზე არსებული ის პრობლემები, რომლებიც მათ დისკომფორტს უქმნის“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

chemikucha.ge არის პრატფორმა, რომელიც თბილისის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს თავიანთ ქუჩაზე ასრებული პრობლემები განათავსონ ვებ–გვერდზე და იმსჯელონ ამ პრობლემებზე, მონიშნონ პრობლემა რუკაზე და პრობლემის ამსახველი სურათიც ატვირთონ. თითოეული პრობლემის შესახებ თბილისის მერიას ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული მეილის სახით. ეს პროექტი პოსტ საბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში ამოქმედდა. მისი პრეზენტაცია ორშაბათს, 21მარტს გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერიის წარმომადგენლები და თბილისი მერიც ესწრებოდნენ.

ელექტრონული რუკა, ისევე როგორც თავად ვებ–გვერდი, ღია წყაროს წარმოადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჩამოაყალიბოს მსგავსივებ–გვერდი, შეაგროვოს შეტყობინებები მომხმარებლებისგან და მოახდინოს განხილული საკითხების მონიტორინგი.

FixMyStreet Georgia-Chemikucha.ge განხორციელდა „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

მედია კონტაქტი:
ნანა ლობჟანიძე,
კომუნიკაციების ოფიცერი
მეილი:nana@transparency.ge
მობ.:+ 995 99 21 03 09

ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულარული განახლებისათვის, ეწვიეთ ჩვენს ახალ ბლოგს http://transparency.ge/blog
ან გაგვესაუბრეთ

საშუალებით.

print