“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქვეყნებს ახალ კვლევას: “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება” - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქვეყნებს ახალ კვლევას: “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება”

24 ოქტომბერი, 2011

თბილისი, 2011 წლის 24 ოქტომბერი - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქვეყნებს ახალ კვლევას: “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება”. კვლევის ფარგლებში განხორციელდა იმ 12 ძირითადი ინსტიტუტის სიძლიერის ანალიზი, რომლებსაც საკვანძო როლი აკისრიათ ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის დამკვიდრებისა და კორუფიციის აღკვეთის მხირვ.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის (National Integrity System) კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება. საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევა 2009-2011 წლებში მიმდინარეობდა და მისი შედეგები პირველად ქვეყნდება.

კვლევის ზოგიერთი მნიშვნელოვანი დასკვნა:

  • 2003 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლება (მათ შორის სამართალდამცავი უწყებები) და გაუმჯობესდა მისი შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლის მხრივ.
  • პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტის შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა დონეებზე თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვანი რისკი არსებობს.
  • სისუსტით გამოირჩევა ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტიც - პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია.
  • უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმა იქნა მიღებული კეთილსინდისიერი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა ეს ნორმები პრაქტიკაში ყოველთვის სრულფასოვნად არ ხორციელდება.

სრულად კვლევა შიგიძლიათ იხილოთ აქ.
PDF ვერსიის ბმული: http://transparency.ge/sites/transparency.ge.nis/files/TIGeorgia_NISRepo...

საკონტაქტო პირი: ერეკლე ურუშაძე, უფროსი ანალიტიკოსი

erekle@transparency.ge

ტელ: (8 32) 292 14 03, 293 21 29

print