„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება

29 ოქტომბერი, 2021

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის 30 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს 250-მდე დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები 28 საარჩევნო ოლქში 170 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 30 მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს - 30 ოქტომბერს საარჩევნო მედიაცენტრში ორ პრესკონფერენციას გამართავს: 13:30-სა და 19:30-ზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 31 ოქტომბერს, წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე.

არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 2 92 14 03.

print