“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” “ობიექტივის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” “ობიექტივის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

21 მარტი, 2018

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ეხმიანება ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის გახშირებულ ფაქტებს. ტელეკომპანია “ობიექტივის” წარმოადგენლების თქმით, 20 მარტს სიუჟეტის მომზადების პროცესში ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის გადაღებისას, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

საქმეში იკვეთება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. მნიშვნელოვანია, რომ საქმეს მიენიჭოს სწორი კვალიფიკაცია და დროულად მოხდეს გამოძიება. სახელმწიფომ  უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

 

print