„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პარლამენტის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პარლამენტის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება

30 ოქტომბერი, 2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში სამ პრესკონფერენციას გამართავს 12:30-ზე, 17:00-სა და 20:00 საათზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 1 ნოემბერს 10:30 საათზე კი წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე.

არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 2 92 14 03.

print