სამართლიანი არჩევნების, ჩემი ხმისა და საიას ერთობლივი შეფასება - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები
19 ნოემბერი, 2024
საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სამმა დამოუკიდებელმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ - „სამართლიანი არჩევნები”, „ჩემი ხმა“ და საია - ბევრი დარღვევა დააფიქსირა. ჯამურად, ორგანიზაციების 3500-ზე მეტი დამკვირვებლის მიერ გამოვლენილი ფართომასშტაბიანი, სისტემური დარღვევები სერიოზულ ეჭვებს აჩენს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
ქვემოთ მოცემულია ამ ორგანიზაციების მიგნებების დეტალური ანალიზი, რაც აჩვენებს იმ მანიპულაციებს, რითაც არჩევნები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა.