გამარტივებული შესყიდვები ბათუმში საზეიმო ღონისძიებების ჩასატარებლად მანკიერი პრაქტიკაა
2017-2019 წლებში ბათუმში საზეიმო ღონისძიებებისთვის 1,493,385 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 827,735 ლარი (ჯამური თანხის დაახლოებით 55%) გამარტივებული შესყიდვების გზით გაიხარჯა.
აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა ნაწილობრივ გაუმჯობესდა
2017-2019 წლებში, 2015-2016 წლებთან შედარებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა გაუმჯობესდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად მუშაობა უნდა გააძლიერონ.
მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა
ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჯეროვნად შევსება კვლავ გამოწვევად რჩება.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი წალენჯიხაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგს. კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად ჩვენი ყურადღება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტენდერებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს.
ახალციხის მერის კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ
ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების ოდენობა მელიქიძის ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად არჩევის შემდეგ 124 793 ლარიდან 546 044 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, 524 902 ლარი კომპანიებმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს.
ბათუმს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 33 მილიონ ლარზე მეტი უჯდება
ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 1 626 899, წლიურად კი 19 522 796 ლარი იხარჯება. ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის 8 შპს-ს სუბსიდირებაზე 2019 წელს 13 720 200 ლარია გამოყოფილი.