რას ითხოვენ მოქალაქეები ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგან?
გამოკითხული მოქალაქეების დაახლოებით მეოთხედი ფიქრობს, რომ 2017 წელს არჩეული მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავენ.
მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უძრავი ქონება ჯერ კიდევ არ გადაუცია
კანონმდებლობის მოთხოვნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებების მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობებს სახელმწიფოსგან სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ქონება ამ დრომდე არ მიუღიათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების შესასრულებლად საკუთარი ბიუჯეტის ხარჯვა უწევს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილებისათვის თანხებს საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯავს. იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტების, მათ შორის ზუგდიდის ბიუჯეტი მწირია და არ არის საკმარისი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორცილებისათვის, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილება მერიას დამატებით ფინანსურ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს.
ზუგდიდის მუნიციპალური კომპანიის დირექტორი და მისი მეუღლე ადგილობრივ ტენდერებს იგებენ
„ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - „ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, „ზუგდიდავტოტრანსი” და „სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.