პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ძმისგან ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ი საწვავს გამარტივებული წესით ყიდულობს
ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი” საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან - ბადრი იზორიასგან (ინდივიდუალური მეწარმე) საწვავს გამარტივებული, პირდაპირი წესით ყიდულობს.
საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგს. კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად ჩვენი ყურადღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამარტივებულმა შესყიდვებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტიორი, ოთარ ბუზარიაშვილი იღებს.
გენდერული დისბალანსი აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში
აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა გაზრდილია, თუმცა ამის მიუხედავად, თვითმმართველობებში მნიშვნელოვანი გენდერული დისბალანსია, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ რგოლებში.