„ოცნების“ შემწირველების და თანამდებობის პირების კომპანიები სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიებს იღებენ სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ წევრებისა და შემწირველების, ასევე, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიებს და სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ. 2018-2020 წლებში, 17-მა ასეთმა სუბიექტმა, „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 2 240 794 ლარი მიიღო, რაც პროგრამით რეგიონში დახარჯული თანხის მესამედია.
დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები ქუთაისში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოუყარა თავი იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებებით ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო. წლების განმავლობაში მათ აანონსებდნენ და საჯარო პრეზენტაციებსაც მართავდნენ, მაგრამ დღემდე მათი უმრავლესობა არც დაწყებულა.
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა 2020 წლის (შემდეგში: საანგარიშო/საკვლევი პერიოდი) ქალაქ ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა. ანგარიშის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ შემდეგი მიმართულებებით:
ქუთაისის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეაფასა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს (შემდეგში - ქუთაისის საკრებულო) 2020 წლის საქმიანობა. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს.
მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს კვლევას საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარად არჩეული ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის ბიზნესინტერესების შესახებ.