25 აგვისტო, 2020
ტელეკომპანია „ობიექტივზე” კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები პრობლემად რჩება
ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ტრიალებს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამები, რაც არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევად ითვლება.