„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინადადებები საკონსტიტუციო კომისიას
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას საკუთარი წინადადებები წარუდგინა. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინიციატივები შემდეგ ძირითად საკითხებს შეეხება:
-
საქართველოს საგარეო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვა
-
საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც გულისხმობს, დღეს მოქმედი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მისი რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლებას.
-
სასამართლოს დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო გარანტიების გაზრდა
-
პროკურატურის დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო გარანტიების გაზრდა და იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან პროკურატურის გამიჯვნა.
-
საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება
-
სახელმწიფოს ფინანსების და ბიუჯეტის კონტროლის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება
-
საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების შექმნაში ოპოზიციის როლის გაზრდა
- დაბალი საგადასახადო ტვირთისა და ეკონომიკური თავისუფლების შენარჩუნების გარანტიების კონსტიტუციაში ასახვა.